01 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციას დღეს სტუდენტური მოძრაობები მართავენ

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად დღეს ქუჩაში მხოლოდ სტუდენტური მოძრაობები გამოვიდნენ. ახალგაზრდები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ცოტა ხნის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ "ქართული ოფისის" მიმართულებით გადაინაცვლონ და იქ განაგრძონ პროტესტი.

ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "დაფიონი", ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით თვლის, რომ პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს და საზოგადოება არ უნდა დაელოდოს კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენებს. 

სტუდენტების დღევანდელ აქციაზე პოლიტიკური ლიდერები არ იმყოფებიან.

დღის ამბები