02 მაისი 2024,   14:31
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რაკეტები ქვეყნის რამდენიმე ოლქში, მათ შორის, დნიპროსა და ოდესაში დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე მეტი შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის, ნოვო-პავლივის და ავდიივკას მიმართულებით მოიგერიეს.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ალიანსი აქტიურად მუშაობს უკრაინისთვის უახლოეს მომავალში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად.

გერმანიის კანცლერი იმედოვნებს, რომ ნატო-ს წევრები უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მალე მიაწვდიან. G7-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა უკრაინის მხარდამჭერებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ძალისხმევა რუსული აგრესიის წინააღმდეგ

დღის ამბები