02 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
"ის ნარატივი, რისი განვითარებაც ახლა მას სურს, არის პირდაპირი დეზინფორმაცია" - რატი იონათამიშვილი კელი დეგნანის განცხადებებზე

მმართველი გუნდი საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს დეზინფორმაციას უწოდებს. ყოფილი ელჩის განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს "ქართული ოცნება."

"ამ ადამიანმა, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მძიმედ დაასრულა საკუთარი საქმიანობა და ჩვენმა საზოგადოებამ მას უკვე დიდი ხანია შესაბამისი შეფასებები მისცა და ის ნარატივი რისი განვითარებაც ახლა მას სურს არის პირდაპირი დეზინფორმაცია, რომელსაც არანაირი არგუმენტი და საფუძველი არ გააჩნია, მაშინ როდესაც, პირიქით, ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში. ყველას შევახსენებ, რომ არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ არჩევნების გვერდის ავლით და დემოკრატიული პროცესების მიღმა ეცადოს არეულობას ჩვენ ქვეყანაში, ამის გამოყენებას და ხელისუფლებაში მოსვლას. არ გამოსდით, არ გამოუვათ და როგორც არ უნდა ეცადონ, ცხადია, დემოკრატიული რელსებიდან ჩვენს ქვეყანას ვერავინ ვერ გადაიყვანს," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით კი, სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც "გამჭვირვალობის შესახებ" ქართული კანონი შემოიტანეს 1 წლის წინ და მან სრულიად უარგუმენტოდ დაარქვა "რუსული კანონი". მისივე თქმით, კანონის ხელახლა ინიციირებას პირად გამოწვევად იღებს და არ ერიდება, რომ მისივე შეფასებით, უსამართლო ბრძოლა სამართლიანობასთან.

ცნობისთვის, დეგნანის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიციირების მიზანი, არჩევნებზე საერთაშორისო მისიების არ დაშვებაა. ამ თემაზე დეგნანმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების უმაღლეს სკოლაში ჩატარებულ დისკუსიაზე ისაუბრა, "საქართველო - ბრძოლა დემოკრატიისა და ევოატლანტიკური ინტეგრაციისთვის", სადაც ის ამ თემაზე სასაუბროდ იყო მიწვეული. კელი დეგნანი ახლა შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში. დიპლომატის თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ხალხის ნების უგულებელყოფით, "ქართული ოცნება" ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიჰყავთ.

დღის ამბები