კელი დეგნანის განცხადებები შეაფასეს საინიციატივო ჯგუფ "საზოგადოება ქართულში". ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მსგავსი განცხადებების მოსმენა სამწუხაროა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დეგნანი ელჩი აღარ არის და მისი მოსაზრებები კერძო პირის შეფასებაა.
"მისი მოსაზრება არ წარმოადგენს რომელიმე ინსტიტუციის ან სხვა ქვეყნის მოსაზრებას. არავის სახელით ის არ საუბრობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისი პერსონალური მოსაზრება და მისი პირადი აზრი. შესაბამისად, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ ჩვენ მის განცხადებაზე რაიმე საპასუხო განცხადება გავაკეთოთ", - აცხადებს "საზოგადოება ქართულის" საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი გაბუნია.