03 მაისი 2024,   09:18
ვრცლად
ომი ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის ძალები ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკების დარბევას განაგრძობენ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება, ისრაელის ძალები ღაზის სექტორში ლტოლვილთა ბანაკების დარბევას განაგრძობენ. უკვე მეორე დღეა, ისრაელის თავდასხმის ქვეშაა ნურ შამსის ბანაკი. შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი, სრულიად განადგურდა ინფრასტრუქტურა.

რაფაჰში მშვიდობიან მოქალაქეებზე ისრაელის ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - ბავშვები და ქალები. რაც შეეხება ისრაელი-ირანის დაპირისპირებას. ისპაჰანზე გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეირანი, საპასუხოდ, საკუთარი ძალების "მაქსიმუმს" გამოიყენებს, თუ ისრაელის მსგავსი საქციელი გაგრძელდება.

დღის ამბები