06 მაისი 2024,   05:52
ვრცლად
თბილად მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს, სამოქალაქო აქტივისტი იცავს ქვეყნის დასავლურ მომავალ - პეტრას აუსტრევიჩუსი "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ

თბილად მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს. სამოქალაქო აქტივისტი იცავს ქვეყნის დასავლურ მომავალს - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა, "გამჭვირვალობის" კანონის შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე გააკეთა.

ევროპელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეჯერდნენ, რა ჩაიწერება ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს რეზონანსულ კანონპრეოქტთან დაკავშირებით. ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება. ყველა მათგანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას - არ მიიღოს კანონი.

"კომისარო, ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, ყველას სახელით მივესალმო ამ დარბაზში დამსწრე ნიკა გვარამიას, საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. გმადლობთ ნიკა თქვენი თავდადებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის თქვენი ბრძოლისთვის. კოლეგებო, საქართველოში მმართველი პარტიის არაერთგზის მცდელობა, მიიღოს კანონი უცხოური გავლენის შესახებ, არის მაგალითი იმისა, რომ მისი განზრახვაა გააკონტროლოს სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინოს მედიაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, მის ვალდებულებას და პოლიტიკური რეფორმების სულისკვეთებას. თბილად მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება ასეთ ნაბიჯს. სამოქალაქო აქტივისტი იცავს ქვეყნის დასავლურ მომავალს. კოლეგებო, ვისარგებლებ შემთხვევით, მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მიზანმიმართული სანქციები ქართველი პირების მიმართ," - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

დღის ამბები