06 მაისი 2024,   03:39
ვრცლად
პროტესტის მორიგი ღამე - კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან სტუდენტები გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი

პროტესტის მორიგი ღამე - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტთან სტუდენტები გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი. აქცია ეროვნული ჰიმნით დაიწყო, იყო სიტყვით გამოსვლები.

მოგვიანებით დემონსტრანტები ევროპის საბჭოს ოფისთან მსვლელობით მივიდნენ და ადგილზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს გეზი დასავლეთისკენ აქვს და ხალხის ეს არჩევანი არ შეიცვლება.

სწორედ მსვლელობის დროს მოხდა მცირე ინციდენტი მელიქიშვილის გამზირზე.
დემონსტრანტებმა ავტომობილში უმრავლესობის დეპუტატი, დავით კაჭარავა შენიშნეს და მას სადავაო კანონპრეოქტის მხარდაჭერის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

"ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია, ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს მეტს პასუხისმგებლობას. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. მიგვიღებენ ევროკავშირში ამაყად, ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით," - განაცხადა დავით კაჭარავამ. 

დღის ამბები