06 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა რუსთავის მერიასთან ერთად ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა დაიწყო

სპეციალური კურსები ქალების ავტობუსის მძღოლებად გადასამზადებლად - რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო მიღებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, რუსთავის მერიასთან ერთად წამოწყებული პროექტის ნაწილია და ის საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს.

"ეს არის ახალი შესაძლებლობა ქალბატონებისთვის, რომ მათ შეძლონ ავტოსატრანსპორტო საწარმოში დასაქმება. ჩვენი ქალბატონები გაივლიან გადამზადებას, რაც მთავარია მიიღებენ ახალ ცოდნას, კვალიფიკაციას. როდესაც გენდერულ თანასწორობაზე და ქალთა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე მთავარი არის მათი ეკონომიკური გაძლიერება,“ - აცხადებს რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე.

 

 

 

დღის ამბები