06 მაისი 2024,   09:12
ვრცლად
ეროვნული ბანკის საბჭოს კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა

ეროვნული ბანკის საბჭოს კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა. ადმინისტრაციაში წარდგენილი 28 კანდიდატის განაცხადიდან, განხილვის შედეგად, სრული კონსენსუსით შერჩეულ 8 კანდიდატს მოუსმინა.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს ამ კანდიდატების ინტერვიუების თაობაზე და კონკრეტულ სიას პრეზიდენტს მიაწვდიან. გასაუბრების შედეგებს კომისია სალომე ზურაბიშვილს 1 მაისამდე წარუდგენს.

დღის ამბები