06 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
"სტუდფესტი 2024" - მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი გრძელდება

მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი "სტუდფესტი 2024" გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრება გოგონათა და ვაჟთა შორის ინდივიდუალურად, ოლიმპიური სისტემით გაიმართა.

პირველი ადგილი ვაჟთა შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ხოლო გოგონათა შორის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტმა დაიკავა.

"სტუდფესტი 2024", საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

დღის ამბები