06 მაისი 2024,   08:19
ვრცლად
ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები, ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ, მოდით 29 აპრილს, ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ - კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოქალაქეებს 29 აპრილს შეკრებისკენ მოუწოდა. ამასთან, მისივე თქმით, მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია.

"ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები. ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ. ევროპული ღირებულებები გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურობაში. ოჯახის ინსტიტუტი, რწმენის თავისუფლება, ტოლერანტობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა იყო და არის ჩვენ იდენტობის შემადგენელი ნაწილი. ყველა წარმატება, რაც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს, ყველა წარმატება, ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი ასოცირდება იმ გუნდთან, რასაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ჰქვია.

მინდა მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე ძვირფასია, ძვირფასია თავისუფლება, სუვერენიტეტი, მოდით 29 აპრილს. საღამოს, 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე დაიწყება ოფიციალური ღონისძიება, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისათვის, თავისუფლებისთვის საქართველო განვითარებისთვის შევიკრიბოთ. ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის შევიკრიბოთ. ყველამ იცოდეს, რომ მთავარი და უმთავრესია სამშობლო, საქართველო უპირველეს ყოვლისა. ყველას გელოდებით. ვიცი, რომ მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია. ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება. მოვიდეს აქციაზე მხარი დაუჭიროს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას. ყველას აქვს ამის უფლება, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მოდით შვილებით, შვილიშვილები, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი," - აღნიშნა კალაძემ.

დღის ამბები