06 მაისი 2024,   00:48
ვრცლად
ქალაქი ათენი ნარინჯისფერ ნისლშია გახვეული - საჰარის უდაბნოდან მტვრის ღრუბლები ევროპისკენ წავიდა

ქალაქი ათენი ნარინჯისფერ ნისლშია გახვეული. საჰარის უდაბნოდან მტვრის ღრუბლები ევროპისკენ წავიდა. ჰაერის ხარისხი ქვეყნის ბევრ ტერიტორიაზე გაუარესებულია. მტვრის გამო, რომელიც სალონიკამდეა გავრცელებული, აღარ ჩანს ათენის აკროპოლისი.

საჰარის უდაბნოდან ატმოსფეროში ყოველწლიურად 60-დან 200 მილიონ ტონამდე მტვერი ადის. მტვერი იმდენად მცირე ნაწილაკებისგან შედგება, რომ მას დიდ მანძილზე გადაადგილება შეუძლია და ხშირად ევროპამდეც აღწევს.

დღის ამბები