06 მაისი 2024,   07:30
ვრცლად
სანქციები კი არა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდება და ეწირება იდეას, წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ - მამუკა მდინარაძე

"სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდება და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მარაზმია ევროპარლამენტის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბარი.

"სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, მარაზმია.

ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, გამჭვირვალობისთვის და გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის, იმისათვის, რომ ქართველმა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქემ იცოდეს რა ფული შემოდის და რაში იხარჯება, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვიღაცამ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარედან ამას არ კადრულობენ წელს, შარშან ესეც იყო და მერე ქვეყნის გარედან სანქციების თქმაც კი, მარაზმულია, არა თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. სანქციებზე საუბარიც კი აბსოლუტური მარაზმია.

სისხლიანი რეჟიმის ავტორის გათავისუფლებაზე რომ ლაპარაკობს ის არც დოკუმენტი ვარგა დოკუმენტად, არც ნათქვამი ვარგა განცხადებად და არც მორალი ვარგა არაფრად, სააკაშვილის გათავისუფლებაზე რომელიც ილაპარაკებს, დოკუმენტი იქნება, განცხადება თუ ნებისმიერი სახის ვერბალური თუ ოფიციალური კომუნიკაცია იქნება. ეს ქართველმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა და ჩვენ ერთ რამეს ვლამობთ და მივაღწევთ - საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუ ვინმემ მოინდომოს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უფროსი დაინიშნონ. ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები