06 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
"ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო - ბერდია სიჭინავა

რუსთავის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ ხმაური იყო. "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის, რუსთავის მერი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს.

რუსთავის საკრებულოსთან ამ წუთებში სიმშვიდეა. ტერიტორია დატოვეს გახარიას პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას აპროტესტებდნენ და რომლებმაც სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.

როგორც პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე აღნიშნა, რუსთავის მსგავსად, "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება სურთ.

"ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. დღეს, მათი ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გარდაიქმნა. რუსთავის მსგავსად, ოცნებას და ნაცმოძრაობას სურთ, ზუგდიდის საკრებულოს ასევე რეიდით აღება. დღეს რაც ხდება პოლიტიკური პროცესები, ჩვენ ვხედავთ ღია თანამშრომლობას რუსული კანონის ავტორ ოცნებასა და ნაცმოძრაობას შორის," - ამბობს ბერდია სიჭინავა.

დღის ამბები