09 მაისი 2024,   08:24
ვრცლად
ეს არის არა ამ ხელისუფლების სიძლიერის, არამედ სისუსტის დემონსტრაცია - ირაკლი ფავლენიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე

"ეს არის არა ამ ხელისუფლების სიძლიერის, არამედ სისუსტის დემონსტრაცია, "- ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული შეკრება, რომელიც 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

"ფაქტობრივად, საკუთარ ხალხს უწყობს ხელისუფლება აქციას. ეს არის არა ამ ხელისუფლების სიძლიერის, არამედ სისუსტის დემონსტრაცია. რაც შეეხება ქართველ ხალხს, ჩვენ ნამდვილად არ შევწყვეტთ პროტესტს, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ვკარგავთ არამხოლოდ შანსს ევროპული ინტეგრაციის, არამედ ყოველგვარი კავშირის დაკარგვის საფრთხეა დასავლურ სამყაროსთან,"- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები