26 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
"რუსთავი 2 შენთვის"-კონცერტამდე ერთი საათია დარჩენილი

რუსთავი 2-ის საჩუქარი ერთგულ მაყურებელს-სამაუწყებლო კომპანია მორიგი კონცერტისთვის ემზადება, რომელიც ამჯერად ტელეკომპანიის ეზოში, საგანგებოდ ჩვენი მხარდამჭერებისთვის იგეგმება.

კონცერტი რუსთავი2 შენთვის ზუსტად ერთ საათში დაიწყება. ამ წუთებში კი სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ X ფაქტორის, ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა. 

რუსთავი 2 შენთვის-ამ სახელით სამაუწყებლო კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონები უკვე შემოიარა. კონცერტი დაახლოებით 2 კვირის წინ ჩატარდა თბილისშიც. სანდრო ეულის 5-ში კი კონცერტი დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები