06 მაისი 2024,   07:48
ვრცლად
დაგირავებული ბინა და საზღვარგარეთ დასაქმების ნაცვლად მიღებული საემიგრაციო ციხე

სოფელ ოკამში, მარტოხელა დედასთან ერთად მცხოვრები პატარები, შესაძლოა სახლ-კარის გარეშე დარჩნენ. მშობელმა გასული წლის გაზაფხულზე ვალი აიღო და სანაცვლოდ სახლის დაგირავების რისკზე წავიდა. ნინო ჩიტიშვილმა ინტერნეტში კომპანია მოძებნა, რომელიც ხალხს საზღვარგარეთ დასაქმებას სთავაზობს.

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო კომპანია ატლანტა ყველა დანარჩენისგან იმით განსხვავდებოდა, რომ კლიენტთან ისეთ კონტრაქტს აფორმებდა, რომელიც ისრაელში ჩასულ ადამიანს მუშაობის უფლებას ანიჭებდა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2016 წლის 9 ივლისს გაფორმდა. კომპანიამ საბუთების მოსამზადებლად ორთვიანი ვადა ითხოვა და გამგზავრების ბოლო თარიღად 9 სექტემბერი დაასახელა, მაგრამ შეხვედრაზე მისულს აუხსნეს, რომ სამუშაო ვიზას ვეღარ მიიღებდა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა ნინოს ისრაელში გამგზავრების სხვა სქემა შესთავაზეს. მაგრამ, ნინო ქვეყანაში შეშვების ნაცვლად საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან კომპანიას თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა და ატლანტას მიმართ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები