03 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
მოდის უჩვეულო ჩვენება ნიუ იორკში - მოდელები 60 წელს გადაცილებულები იყვნენ

ნიუ იორკში მოდის უჩვეულო ჩვენება გაიმართა, მასში მონაწილეობა ხანშიშესულმა მოდელებმა მიიღეს. ყველა მათგანი 60 წელს გადაცილებული იყო.

პოდიუმზე გაშლილ წითელ ხალიჩაზე 25-მა ქალმა და მამაკაცმა გაიარა. ნაწილ მათგანს დეფილეზე საკუთარი ხელით შექმნილი კოსტიუმი ეცვა.

ჩვენებამდე მონაწილეებმა სპეციალურად ვარცხნილობებისა და მაკიაჟის კურსიც გაიარეს.

ნიუ იორკმა ღონისძიებას უკვე მეოთხედ უმასპინძლა. 

დღის ამბები