03 მაისი 2024,   11:45
ვრცლად
ტრამპის სიძე, ჯერედ კუშნერი, 240-740 მილიონ დოლარამდე ღირებულების აქტივებს ფლობს

თეთრმა სახლმა ადმინისტრაციის თანამშრომლების ფინანსური დეკლარაციები გამოაქვეყნა.

დოკუმენტების თანახმად, პრეზიდენტის სიძე, ჯერედ კუშნერი, 240-740 მილიონ დოლარამდე ღირებულების აქტივებს ფლობს. გასული წლის განმავლობაში კი მისი და ივანკა ტრამპის შემოსავალმა 195 მილიონი დოლარი შეადგინა.

კუშნერის დეკლარაცია 54-გვერდიანია. დოკუმენტების თანახმად, ათობით ათასი დოლარის შემოსავალი მიიღეს ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმა, სტივ ბენონმა, შონ სპაისერმა და კელიენ კონუეიმაც.

თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელისა და გოლდმენ საქსის ყოფილი პრეზიდენტის, გერი კონის, დეკლარაციაში კი მითითებულია, რომ მისი აქტივების ღირებულება 230 მილიონი დოლარია. 

დღის ამბები