03 მაისი 2024,   10:50
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქების ნაწილისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს

თვითმმართველი ქალაქების ნაწილისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაცია უკვე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში საზღვრები თავიდან დადგინდება და ბიუჯეტი გადანაწილდება.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თვითმმართველი ქალაქების გაუქმების მოტივად ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხარჯების შემცირებას ასახელებს.

თვითმმართველ ქალაქებში მერებისა და გამგებლების არჩევითობის გაუქმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საგანგებო წერილით პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. ორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას აპროტესტებენ.

თვითმმართველი ქალაქების შემცირების აუცილებლობაზე მთავრობასა და პარლამენტს შორის მსჯელობა უკვე მიმდინარეობს. საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს.

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 12 თვითმმართველი ქალაქია. იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

დღის ამბები