03 მაისი 2024,   09:35
ვრცლად
პროკურატურას ვთხოვთ, ყადაღა არ მოხსნას არავითარ შემთხვევაში - ცენტრ პოინტის დაზარალებული

ცენტრ პოინტის დაზარალებული, თამარ ფირცხალაიშვილი, რჩეულიშვილების კომპანიის მხრიდან ფინანსურ ზარალსა და ემოციურ ზეწოლზე საუბრობს. მისი განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი, პაატა სვანიძე, ერთ-ერთ დაზარალებულს ხელითაც შეეხო, რაზეც ამჟამად საქმეც არის აღძრული.

კურიერის ეთერში დაზარალებული ასევე აღნიშნავს, რომ ყადაღის მოხსნა აუცილებელი არ არის და სხვა მენაშენე აუცილებლად ააშენებს.

„პროკურატურას ყველა ქონება დაყადაღებული აქვს და ვთხოვთ, რომ არ მოხსნას არავითარ შემთხვევაში. ძალიან უკმაყოფილო ვართ მოსამართლის გადაწყვეტილებით. რა გარიგება შედგა დამნაშავეებსა და მოსამართლეს შორის, პროკურატურასა და დამნაშავეს შორის, ეს ჩვენ ძალიან გვაინტერესებს,“ - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.

194-ე მუხლი რატომ მოიხსნა, ამის განმარტებას ელის დაზარალებული. ის მთავრობის მხრიდან ჩართულობასაც მოითხოვს და აღნიშნავს, რომ „აუცილებელია ჩვენი პატრონობა სახელმწიფოს მხრიდან“.

 მისი თქმით, ნინო დარასელის შვილი დაზარალებულებს მუქარის წერილებს უგზავნის.

„ნინო დარასელის შვილი, ზაზა ბერიძე, გვიგზავნის წერილებს, აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს სათითაოდ ჩამოგივლით სახლებშიო. რატომ უნდა ჩამოგვიაროს, ჩვენი გაცნობა უნდა, თუ რამე მუქარას შეიცავს მისი წერილი? ძალიან ვთხოვ, საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ ამ ფაქტით,“ - განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილი. 

დღის ამბები