03 მაისი 2024,   08:52
ვრცლად
ბუნებრივია, საარჩევნოდ ხდება ამ ყველაფრის მომზადება - ლევან ბეჟაშვილი თვითმმართველი ქალაქების სავარაუდო გაუქმებაზე

„ეს იქნება სერიოზული უკანგადადგმული ნაბიჯი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განვითარების კუთხით,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი, ქართული ოცნების ინიციატივას თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, მუნიციპალური სტატუსების მქონე ქალაქების გაზრდის ნაცვლად, ისინი გაუქმებას აპირებენ. მისი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილების მიზანი ბიუჯეტის დაზოგვა და მეტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაა.

„ბუნებრივია, საარჩევნოდ ხდება ამ ყველაფრის მომზადება, მათ შორის, მუნიციპალური ქალაქების სტატუსის გაუქმება და ამ მხრივაც იქნება ეს პროცესი გამოყენებული, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაიმაგროს პოზიციები წინასაარჩევნოდ,“ - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

პოლიტიკოსმა კურიერის ეთერში IRI-ის კვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების ძირითად ოპოზიციურ პარტიად რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები