06 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
ბობ დილანს ნობელის პრემია გადასცეს - მუსიკოსის უარის მიუხედავად, მას ჯილდო სტოკჰოლმში, სასტუმროში მიუტანეს

ბობ დილანს ნობელის პრემიის დიპლომი და მედალი გადასცეს. ლეგენდარულ მუსიკოსს, რომელიც ნობელის პრემიის მიღებაზე უარს აცხადებდა და დაჯილდოვების ცერემონიაზეც არ ჩავიდა, კუთვნილი ჯილდო სტოკჰოლმში გადასცეს, სადაც ის კონცერტის გასამართად ჩავიდა.

შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, რომ ბობ დილანს დიპლომი და მედალი აკადემიის წარმომადგენლებმა სასტუმროში მიუტანეს და თანამშრომლების თანდასწრებით გადასცეს.

მოკრძალებული ცერემონიის შემდეგ ბობ დილანმა საკონცერტო დარბაზში გადაინაცვლა, თუმცა პრემიის მიღების შესახებ სცენაზე განცხადება არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები