06 მაისი 2024,   02:38
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - დამკვირვებლები დარღვევებზე საუბრობენ

სომხეთი პარლამენტს ირჩევს - დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 9 პოლიტიკური ძალა იბრძვის, სულ 1500 კანდიდატი. კანონის თანახმად საკანონმდებლო ორგანო მინიმუმ 101 დეპუტატისგან უნდა შედგებოდეს. საპარლამენტო უმრავლესობისთვის კი მანდატების 54 პროცენტია საჭირო. მთავარი ბრძოლა ორ გავლენიან პარტიას შორის მიმდინარეობს - ესაა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის რესპუბლიკური პარტია და სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის ოპოზიციური ბლოკი. ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლის შემდეგ იმართება. საკანონმდებლო ორგანოს მოსახლეობა პროპორციული სისტემით ირჩევს.

დღის ამბები