06 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
პაკისტანში ეკლესიის მსახურმა მომლოცველები აწამა და ცემით მოკლა

პაკისტანში ეკლესიის მსახურმა მომლოცველები აწამა და ცემით მოკლა. ტრაგედია პენჯაბის პროვინციაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მკვლელი აბდულ ვაჰიდია. მან 20 მომლოცველი მოკლა, 4 კი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ისინი ყვებიან, რომ ეკლესიის მსახური მრევლს ტელეფონით უკავშირდებოდა და ტაძარში ეპატიჟებოდა. ის მორწმუნეებს ინდივიდუალურად ოთახში ხვდებოდა და სასმელით უმასპინძლდებოდა, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული, შემდგომ მათ აშიშვლებდა ხელკეტით უსწორდებოდა.

ეკლესიის მსახურმა დანაშაული აღიარა. პოლიციის განცხადებით, ბრალდებულს ფსიქიური აშლილობა აქვს.

დღის ამბები