06 მაისი 2024,   02:18
ვრცლად
დუბაიში 60-სართულიანი ცათამბჯენი დაიწვა 

დუბაიში კიდევ ერთი ცათამბჯენი დაიწვა. 60-სართულიან შენობას, სადაც საცხოვრებელი აპარტამენტები და ბიზნეს ცენტრი მდებარეობს, ცეცხლი გამთენიისას მოედო.

ხანძრის გამო დუბაის ცენტრალური ქუჩა, სადაც ტურისტების სიმრავლეა, რამდენიმე საათით გადაიკეტა. ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. მაშველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პირველადი ვერსიით, აალება ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

დღის ამბები