06 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
საეჭვო რეპუტაციის მქონე ღამის კლუბები და სავალუტო ჯიხურები - ადგილები, სადაც საქართველოს იმიჯი ილახება

31 მარტს, ლესელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ინდოელ ტურისტებს კლუბის ადმინისტრაციამ ზედმეტი თანხა მოსთხოვა და შემდეგ დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე იძიებს.

უცხოელი ვიზიტორები დღეს ძველი თბილისის განყოფილებაში გიდთან ერთად მივიდნენ.

კლუბიდან გამოსული უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ინფორმაცია მიმდებარედ განთავსებულ მაღაზიებშიც აქვთ. მათი თქმით, სტუმრებს ვალუტის გადამსცვლელ ჯიხურებში ატყუებენ.

გიდები ყვებიან რომ მსგავსი შეთხვევაში ხშირია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, თუმცა ტურისტები საქმის გართულებას ერიდებიან და საპატრულო პოლიციას არ მიმართავენ. გიდების მტკიცებით, საქართველოს იმიჯს ხშირად საეჭვო რეპუტაციის ღამის კლუბები ულახავენ.

შემთხვევით უკვე დაინტერესდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო, რომელიც დღის ბოლომდე ვიზიტორებთან დახურულ შეხვედრას გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები