06 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
"მოტყუებულის" რიმეიკი - ჰოლივუდი სოფია კოპოლას ახალი ფილმის პრემიერის მოლოდინშია

ჰოლივუდი სოფია კოპოლას ახალი ფილმის პრემიერის მოლოდინშია. ოსკაროსანმა რეჟისორმა 70-იანი წლების კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრის რიმეიკი გადაიღო. საუბარია დონ სიგელის და კლინტ ისტვუდის ერთობლივ ფილმზე სახელწოდებით მოტყუებული. ფილმის ახალი ვერსია დიდ ეკრანებზე ივნისში გამოდის, თუმცა მანამდე რეჟისორმა მისი არასრული ვერსია ლას-ვეგასში ჩაიტანა.

ოსკაროსანი რეჟისორი განმარტავს, რომ მოტყუებას, რომელიც მაყურებელმა ჯერ კიდევ 70-იან წლებში კლინტ ისტვუდის მონაწილეობით ნახა, ისევე როგორც ყველა სხვა ისტორიას, ორი მხარე აქვს და ახალი ვერსია სწორედ ამის საჩვენებლად შექმნა.

მოტყუებულის ახალი ეკრანიზაცია ამერიკულ კინოგაქირავებაში ზაფხულში გამოდის. ფილმის პრემიერა ჰოლივუდში 23 ივნისსაა დაგეგმილი.

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

დღის ამბები