06 მაისი 2024,   04:28
ვრცლად
ხობის რაიონის სოფელ შავღელეში ადგილობრივები ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

ხობის რაიონის სოფელ შავღელეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. მათი თქმით არ არსებობს ცენტრალურ ტრასამდე მისასვლელი გზა. ადგილობრივების შემოსავლის ერთადერთი წყარო სიმინდი და კარტოფილია, თუმცა დატბორილი ჭალების გამო ისინი ვერც მიწის სამუშაოებს ვერ ასრულებენ. ეკომიგრანტები სოფლის მიტოვებასაც არ გამორიცხავენ.

სოფელ შავღელეს გამგებელი, ხათუნა მანველიძე აცხადებს, რომ გამგეობაში საკითხი უკვე დაყენებულია და ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება.

დღის ამბები