06 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ზვიად ჯავახიშვილმა განცხადებით საკრებულოს უკვე მიმართა. გათავისუფლების ბრძანება ძალაში ხვალიდან შევა.

ჯავახიშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წელს დაინიშნა. მისი თქმით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. გავრცელებულ ინფორმაციას, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან დაპირისპირების შესახებ, ჯავახიშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ შორის შეუთანხმებლობა წლებია გრძელდება.

დედოფლისწყაროს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მომხდარი ფაქტი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება და თავმჯდომარეს გადადგომა სწორედ დეპუტატმა აიძულა. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ირაკლი შიოლაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე, რამაზ პაპიაშვილი შეასრულებს, რომელიც თამაზ თამაზაშვილის ცოლის ძმაა.

დღის ამბები