06 მაისი 2024,   09:52
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" ვებგვერდი ახალ მისამართზე

რუსთავი 2-ის ვებგვერდი შეფერხებებით მუშაობს. ცოტა ხნის წინ, პოსტსკრიპტუმის დაწყებამდე, არხის ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო თავის დროზე რეგისტრირებული მისამართი rustavi2.com, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გათიშა ტელევიზიის ონლაინ-პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად განთავსდება მისამართზე rustavi2.ge.

დღის ამბები