28 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - დეკანოზი შიმშილობას აგრძელებს

შიმშილობას აგრძელებს მამა გიორგი მამალაძე. ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებულმა პროტესტის უკიდურეს ზომას სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მიმართა. ის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას მოითხოვს.

დღეს დეკანოზთან ციხეში მისი ადვოკატები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კვლავ კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვს.

“სამი დღეა პრაქტიკულად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არა ერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, ის ამბობს ჩემთან რომ ის შიმშილობს, მე როგორც იურისტი ვამბობ, რომ ის შიმშილობს, ეს დაფიქსირებულია იმ წერილში, რომელიც ამ დილით ჩამბარდა. ძალიან მინიმალური მოთხოვნა, შეიძლება თხოვნაც კი დაარქვა, რომ სულიერი ძმა, ამბობს რომ მნახეთ, რომ ჩემი მოისმინოთ,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.  

დღის ამბები