28 აპრილი 2024,   22:00
ვრცლად
გუკა რჩეულიშვილ თავისუფალია - სასამართლო "ცენტრ პოინტის" საქმის განხილვას განაგრძობს

თითქმის 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ გუკა რჩეულიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებულმა დაწესებულება, წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, რამდენმე დღით ადრე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

გათავისუფლების მიუხედავად, გუკა რჩეულიშვილის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ისევ გრძელდება. სახელმწიფო ბრალდება რჩეულიშვილს და მის ადვოკატებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობის ეტაპზე, საქმის განხილვის დასრულება შესაძლებელი იყო. ადვოკატები კი განმარტავენ, რომ საქმის მოცულობიდან გამომდინარე, განხილვა 9 თვის ვადაში ვერ დასრულდებოდა.

ამ დროისთვის ისევ პატიმრობაში რჩებიან მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი. პროკურატურა ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ საპროცესო გარიგებას სთავაზობს.

ბათუმის მაგნოლიას საქმის არსებითი განხილვა მომავალ კვირაში დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.

დღის ამბები