03 მაისი 2024,   04:49
ვრცლად
ყველაზე დიდი პრობლემა იყო მმართველი გუნდის დამოკიდებულება - სერგი კაპანაძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

„ყველაზე დიდი პრობლემა იყო დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლასა და ამ თემასთან დაკავშირებით გააჩნდა ქართული ოცნების კონსტიტუციურ უმრავლესობას,“ - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მმართველი გუნდის რეაქცია.  

ოპოზიციის წევრმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, თუმცა ბევრ თემაზე არ ულაპარაკია, მათ შორის, პოლიტპატიმრებზე.

სერგი კაპანაძის თქმით, უფრო აქტიურად შეიძლებოდა, გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა გაეკრიტიკებინა.

 „უცნაური მდგომაროება იყო პარლამენტში, პრეზიდენტმა მოკლე გამოსვლაში ისაუბრა ბევრ თემაზე, თუმცა სიღრმეში არ შესულა, თუმცა საჭირბოროტო თემები რაც ქვეყნის წინაშე იყო, ახსენა. გუშინ გვქონდა უცნაური მდგომარეობა, როდესაც მთავრობის წევრებმა, ტრადიციისამებრ, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ეს არის ერთადერთი პარლამენტი და ქვეყანა ევროპაში, სადაც მთავრობას არც ერთხელ მონაწილეობა არ მიუღია პოლიტიკურ დებატში ოპოზიციასთან,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ევროპული საქართველოს წევრი პრეზიდენტის მიერ სასამართლო სისტემის გაკრიტიკებასაც გამოეხმაურა.

„ნუთუ ვინმეს ეჭვი შეიძლება, შეეპაროს, რომ სასამართლოში პრობლემებია, სტრასბურგის სასამრთლომ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება თავზე გადაახია,“ - აღნიშნა კაპანაძემ.

 

დღის ამბები