05 მაისი 2024,   12:26
ვრცლად
აფეთქება ეგვიპტეში - შემთხვევას სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის ქალაქ ტანტაში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ Foxnews წერს. აფეთქება კოპტურ ეკლესიაში, წირვის დროს მოხდა. უკანასკნელი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

Foxnews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტანტაში მომხდარი აფეთქება ეგვიპტეში ქრისტიანული ეკლესიის მრევლზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაში ქვეყანაში ვიზიტით რომის პაპი ფრანცისი უნდა ჩავიდეს.

დეკემბერში, მსგავსი აფეთქება კაიროს ქრისტიანულ ეკლესიაში მოხდა, თვითმკვლელის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.

ვიდეოს სანახავად მიყევით ბმულს.

 

დღის ამბები