05 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
28 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - საქართველო შემზარავ დღეს იხსენებს

28 წელი 9 აპრილის შემზარავი ტრაგედიიდან. დღეს საქართველო გმირებს და უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დღეს იხსენებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. რუსთაველის გამზირზე დარბევის დროს დაღუპულებს ყვავილებით და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი.

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულების მოსახსენებელი პანაშვიდი მემორიალთან კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

მემორიალთან 28 წლის წინანდელი მოვლენების მონაწილეები მივიდნენ და დარბევის დეტალები გაიხსენეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებმა, არასაპარლამენტო ოპოზიციამ, სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა და უბრალოდ საზოგადოების წევრებმა მიაგეს.

9 აპრილისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში განვითარებული მოვლენების სწორად შეფასების მნიშვნელობაზე ილაპარაკეს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებმა და მომხრეებმა. 

9 აპრილის მემორიალთან შეკრება ტრადიციულად გამთენიისას დილის 4 საათზე დაიწყეს. ყვავილები მემორიალთან მთელი დღის განმავლობაში მიჰქონდათ.

ავტორი:ნატა გელაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები