05 მაისი 2024,   12:32
ვრცლად
რუსული სატელევიზიო იუმორის ძალა - კრემლის პროპაგანდა და ხელოვნურად შექმნილი სტერეოტიპები

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრმა რუსული სატელევიზიო იუმორი  საგანგებოდ შეისწავლა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ იუმორს რუსეთის ხელისუფლება პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს.

ასევე დადგინდა, რომ რუსეთის ტელეარხებზე გასული იუმორისტული შოუების უმეტესობა კომპანია "კრასნი კვადრატს" ეკუთვნის, რომლის მფლობელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბავშვობის მეგობარია.

საქართველოს მან-სან-კან-ის ფედერაციის არცერთ გუნდს რუსული КВН-ის" ლიგაზე 2008 წლიდან მონაწილეობა არ მიუღია, ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ქართველებს „რუსეთის პოლიტიკურ სალამურზე,“ დაკვრა არ სურთ.

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა რუსულ იუმორს ქართულ ბაზარზე იკვლევს, მისი განცხადებით, 2016 წლიდან საქართველოში რუსულმა პროპაგანდამ იუმორის სახით უფრო იმატა. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის მესიჯბოქსის მთავარი ნარატივი დასავლეთის ცუდად წარმოჩენაა.

ლატვიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟანეტა ოზოლინა კი აცხადებს, რომ იუმორის დახმარებით, რუსეთში დასავლეთის ლიდერების დაკნინებას ცდილობენ, სტერეოტიპებს ქმნიან და დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

დღის ამბები