03 მაისი 2024,   08:22
ვრცლად
იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია გაიმართა

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან. ტაძარში ათასობით მორწმუნეა შეკრებილი. უკვე გაიმართა არაბი მართლმადიდებლების ხმაურიანი პროცესია, რომელიც ცეცხლის გარდამოსვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

რესტავრირებულ კუვუკლიაში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ლოცვებს წელს პირველად აღავლენს. ის მაცხოვრის საფლავში ტრადიციულად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მიერ შემოწმების შემდეგ შევა.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას პირველად ბეთლემში ჩაიტანენ, შემდეგ კი ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში გაავრცელებენ. აღდგომის დღესასწაულთა დაკავშირებით იერუსალიმის ძველ ქალაქში დამატებით ასობით სამართალდამცველი პატრულირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები