03 მაისი 2024,   08:10
ვრცლად
სააღდგომო სუფრის მომზადება, სულ მცირე, 150-200 ლარის ფარგლებში მერყეობს

სადღესასწაულოდ გამყიდველები გასულ წელთან შედარებით ხალხის ნაკლებობას, მყიდველები კი ფასების ზრდას უჩივიან. პროდუქტის ღირებულებამ სააღდგომოდ საგრძნობლად იმატა.

წითელი კვერცხის მოსამზადებელად აუცილებელი 1 ჭიქა საღებავის ფასი 1 ლარია, ერთი შეკვრა ენდროს ფესვების კი  - 50 თეთრი. ბაზარზე აღდგომის სუფრის მთავარი ტკბილეულის დიდი არჩევანია, პასკა მინიმუმ 4, მაქსიმუმ კი 35 ლარი ღირს.

ქართული ტრადიციების მიხედვით, სააღდგომო სუფრაზე რაჭული ლორი და ჩაქაფულიც უნდა იყოს. 1 კილო ლორი 25 ლარი ღირს, ცხვრის ხორცი - 20 ლარი, ჩაქაფულისთვის საჭირო ახალი ტყემალი და მწვანილი კი ხორცის ფასს აჭარბებს.

ფასები სხვა პროდუქტებზეც გაიზარდა. ყველი, თევზი, ბოსტნეული და ხილი, მოსახლეობის აზრით, გამყიდველებმა დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე გააძვირეს. თუმცა, მათი თქმით, საშუალო და საშუალოზე დაბალი ფენისთვის, მით უფრო პენსიონრებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ამ დღეებში პროდუქტი ხელმიუწვდომელია. პროდუქტებზე ფასები მატებას ადასტურებენ ექსპერტებიც.

წელს ტრადიციული სააღდგომო სუფრა, დაახლოებით, 150 დან 200ლარამდე დაჯდება, თუმცა, თუ პროდუქტებს არა ბაზარში, არამდენ რომელიმე კერძო მაღაზიაში შეიძენთ, შესაძლოა, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდოს.

დღის ამბები