03 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
ბათუმში უფუნქციოდ დარჩენილი შენობები და დაუსრულებული პროექტები

ბათუმში ჭაჭის კოშკი მეხუთე წელია, უფუნქციოდ დგას. ის 2012 წელს წინა მთავრობამ გახსნა და მისი ერთ-ერთი დანიშნულება ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელის პოპულარიზაცია იყო. აქვე უნდა განთავსებულიყო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც. თუმცა, უფუნქციოდ დარჩენილი კოშკი გაიძარცვა.

ვერ მოგვარდა ვერც ბათუმის ცვილის მუზეუმის პრობლემა, რომელიც მერიის პასუხისმგებლობაა. ისიც წინა მთავრობის დროს შეიქმნა, თუმცა მას შემდეგ დაკეტილია. მუზეუმი რამდენჯერმე გაიძარცვა, დაიმტვრა ფიგურების ნაწილი.

ბულვარში სკეიტბორდის მოედანიც არ გახსნილა, რომლის ასაშენებლად 300 ათას ლარამდე დაიხარჯა. ბათუმში ჩასულ ტურისტებს ამ ადგილას ბეტონის ჩონჩხი ხვდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ინიციატივა საქართველოსთვის ბათუმის მერიას უსაქმურობაში ადანაშაულებს. ბათუმის მერია კი კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.

 

 

ავტორი: კახა ნოზაძე 

დღის ამბები