03 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
ჩვენ უნდა ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, რაც გვაქვს, რომ ხელი შევუშალოთ მავნებლობის გაკეთებაში - გიგა ბოკერია

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე და ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, საკონსტიტუციო კომისიაში ყოფნის მიზეზებს განმარტავს, თუმცა კომისიის დატოვებას არ გამორიცხავს.

მან შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში კომისიის მუშაობა შეაფასა.

„კომისიაში ყოფნასთან დაკავშირებით სკეპტიკური დამოკიდებულება თავიდანვე არსებობდა იმიტომ, რომ ქართული ოცნების განზრახვა ნათელი იყო. ამ პოლიტიკური გუნდის ამოცანა, რაც ხელისუფლებაში არიან, არის მხოლოდ მათი ხელისუფლების გახანგრძლივება. ჩვენ უნდა ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა, რაც გვაქვს, რომ ხელი შევუშალოთ მავნებლობის გაკეთებაში, ვუბიძგოთ საზოგადოებრივი აზრით, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით,  რომ რაღაც კარგი გაკეთდეს.

"ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი ახლა არ არსებობს, მაგრამ ქართული ოცნებისთვის იმ საბაბის მიცემა, რომ თქვან ქვეყნის გარეთ და შიგნით, რომ არც კი დაელოდნენ საბოლო დოკუმენტის დადებას, რაც სამშაბათს მოხდება, ჩვენ არ ვაპირებთ. ნაციონალური მოძრაობისგან ეს ქმედება არის მოუთმენელი და იმპულსური. ამავე წარმატებით შეგვეძლო კომისიიდან გამოვსულიყავით 2-3 კვირის წინ, 1 თვის წინ, არაფერი შეცვლილა. საბოლოო დოკუმენტი დაიდება სამშაბათს და, თუ საბოლოო დოკუმენტი ისეთი იქნება, როგორიც დღეს, როდესაც არ ხდება არცერთი ნაბიჯის გადადგმა იმისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის წინაშე მდგომი მთავარი ამოცანაა და პირდაპირ ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება და პრეზიდენტისთვის, თითქმის, ყველა უფლებამოსილების ჩამორთმევა, ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ და კომისიას დავტოვებთ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები