12 მაისი 2024,   05:26
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის ქართველი კანდიდატები-ოპოზიცია კომისიას კანდიდატის გამჭვირვალედ შერჩევისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია მოუწოდებს სპეციალურ კომისიას გამჭვირვალედ წარმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესი.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ კომისია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არ იმოქმედებს და მმართველი გუნდი არ უზრუნველყოფს  პროცესის გამჭვირვალობას.

„ევროსაბჭომ საქართველოს დაუბრუნა წარდგენილი კანდიდატების სია, რაც დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედია ახლა მაინც შეძლებს იუსტიციის სამინისტრო, რომ იმგვარად ჩაატაროს კონკურსი, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით როგორ აფასებენ კანდიდატებს, ხომ არ არის პოლიტიკური პრეფერენციები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანდიდატთა ბიოგრაფია და მათი კომპეტენცია,“-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე.

ხელისუფლებას მოსამართლეობის კანდიდატის პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებს ნაციონალური მოძრაობაც

უმრავლესობაში კი დარწმუნებული არიან, რომ არც პროცედურებთან დაკავშირებით და არც შერჩეული კანდიდატის კომპეტენციასთან დაკავშირებით არ გაჩნდება კითხვის ნიშნები.

„დარწმუნებული ვარ რომ პრეტენზიების უსაფუძვლობას დაადასტურებს ის, რომ იმ სამი კანდიდატურიდან, რომლის წარდგენაც ახლა მოხდება, აუცილებლად იქნება საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სულ 68 კანდიდატია.

დღის ამბები