27 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი - ოპოზიცია მასობრივ პროტესტს პროგნოზირებს

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გააკრიტიკა. საკონსტიტუციო ჩანაწერი პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ, გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველოს მოქალაქეების განწყობას არ ასახავს.

უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მიერ დასახელებული საფრთხეების ნაცვლად, სახიფათოს თავად მარგველაშვილის განცხადებებს უწოდებენ. საპარლამენტო ოპოზიცია, ცვლილებების მიღების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაძაბვას პროგნოზირებს.

მმართველი გუნდი ცვლილებების პროექტის დისკრედიტაციაში, ტრადიციულად მედიას ადანაშაულებს. კონსტიტუციონალისტების და არასამთავრობოების ნაწილისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ასახული რამდენიმე ძირითადი ცვლილება დაუშვებელია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, კომისიის დასკვნით სხდომაზე უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დასკვნის და ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებენ. ოპოზიციური პარტიები კი არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მასობრივი პროტესტი მოჰყვეს.

დღის ამბები