02 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
"საზოგადოების მიზანია, სახელმწიფოს ქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“ - გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს, რომელსაც კენჭი უკვე უყარეს შაბათს, დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ, რის შემდეგაც, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საყოველთაო სახალხო განხილვებს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ისეთი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება შეიძლება ისე იყოს აღქმული საზოგადოების მხრიდან, რომ რაც შეიმუშავა კომისიამ, მთლიანად ამ პროექტის მიმართ არსებობს ასეთი დამოკიდებულება. საზოგადობას შეიძლება წაერთვას პრეზიდენტის არჩევა და ა.შ. პრეზიდენტის პირდაპირი ან ირიბი წესით არჩევა კი არ არის საზოგადოების მიზანი, საზოგადოების მიზანი არის ის, რომ სახელმწიფოს ქონდეს ისეთი კონსტიტუცია და ისეთი კონსტიტუციური სისტემა იყოს დამკვიდრებული, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები