27 აპრილი 2024,   07:56
ვრცლად
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრობს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი, რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს სამხედრო ბატალიონების განთავსებაზე სუბრობს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა შავ ზღვაში ბალტიის ზღვის მსგავსი პროექტის განხორციელებას. მან აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების თანამშრომლობით რეგიონის უსაფრთხოება გარანტირებულია.

„მე ვფიქრობ, კარგი იქნება, იგივე მოდელი გამოვიყენოთ შავ ზღვაში, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. წინა ორ სამიტზე უელსსა და პოლონეთში საქართველომ მიიღო საინტერესო ფორმატები, არსებითი პაკეტი და გაძლიერებული თანამშრომლობა, რაც გააუმჯობესებს თქვენს თავსებადობას ნატო-სთან და თქვენს თავდაცვისუნარიანობას“ - განაცხადა სვენ მიკსერმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები