27 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის მორიგი გადაწყვეტილება - პარტიები საპროტესტო აქციებს აანონსებენ

საზოგადოებრივი მაუწყებელის ხელმძღვანელობის მორიგი გადაწყვეტილებით, პოლიტიკური სუბიექტებისთვის საეთერო დრო იზღუდება. უკვე დღეიდან მეორე არხის გადაცემა ბრიფინგების დრო არსებული ფორმატით აღარ გადის ეთერში.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ცვლილებები დღეს პირველი არხის შესასვლელთან გააპროტესტა და ტელევიზიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებასთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდში საეთერო დროს მათთვის მიზანმიმართულად შეზღუდვაში დაადანაშაულა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში მეორე არხზე იმ ერთადერთი გადაცემის დახურვას გეგმავს, სადაც პოლიტიკური პარტიების განცხადებები და აქტივობები სრულად, დაუმონტაჟებლად გადაიცემოდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გიორგი გვიმრაძემ გააკეთა. გვიმრაძე გადაცემის დახურვას არა, თუმცა ფორმატთან დაკავშირებით ცვლილებებს ადასტურებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკული შეფასება დღეს საპარლამენტო ოპოზიციისგანაც მოყვა. მმართველ გუნდში კი, ხელისუფლების ინტერესს გამორიცხავენ, თუმცა მაუწყებლის პოზიციას ამართლებენ.

დღის ამბები