06 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა-ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბათუმში არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას  წინასწარ პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ახლობლები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და მოსამართლეზე ზეწოლაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

თავად ირაკლი ჩხვირკია წარსული საქმიანობიდან გამომდინარე თავს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად მიიჩნევს.

მერაბ ღოღობერიძის უდანაშაულობაზე საუბრობენ მისი ადვოკატი და ახლობლებიც. მათი განცხადებით სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურის თქმით კი საქმეში, მოწმეთა ჩვენების გარდა, მტკიცებულების სახით აუდიო და ვიდეოჩანაწერებია.

სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე, მერაბ ღოღობერიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მისივე თხოვნით  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  მოინახულა.

მომდევნო სასამართლო სხდომა კი 20 ივნისს ჩაინიშნა. 

ავტორები: თაკო სურგულაძე, თეა ვარშალომიძე, ედიშერ თათელიშვილი.

დღის ამბები