03 მაისი 2024,   14:49
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე ირაკლი კობახიძეს უჩივის - პარლამენტის სპიკერმა საკონსტიტუციო კომისიის სიიდან 13 წევრი გარიცხა

დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოსთვის პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის. სადავო კი კობახიძის გადაწყვეტილება გახდა, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობიდან 13 წევრი ბოიკოტის გამო ამოეღო.

ნინო ბურჯანაძე აპირებს, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რადგან, მისი აზრით, პოლიტიკოსების ბოიკოტის გამო სიიდან ამოღება მიუღებელია და არცერთ საერთაშორისო პრაქტიკით არ არის გათვალისწინებული.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ, რომელსაც, რა თქმა უნდა, მონური მორჩილებით ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული ოცნების დანარჩენმა წევრებმა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით კობახიძემ კომისიაში კრიტიკული ფონი შეამცირა და ცვლილებებსაც მაღალი ლეგიტიმაციის წინაპირობა ხელოვნურად შეუქმნა.

„პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ხელოვნურად შეემცირებინა და სიიდან ამოეღო კომისიის ის წევრები, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს კომისიის მუშაობას, სამართლებრივი თვალსაზრისით არის აბსოლუტური უკანონობა,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანმა, გიორგი გუგავამ.

დღის ამბები