26 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო შეხვედრებს მართავენ

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო შეხვედრებს მართავენ. ცენტრისტი ემანუელ მაკრონი მშობლიურ ქალაქ ამიენში, ერთ-ერთ ქარხანაში მივიდა, თუმცა მას მუშები პროტესტით და მეორე კანდიდატის, მარინ ლე პენის მხარდამჭერი ლოზუნგებით დახვდნენ. გაირკვა, რომ მაკრონის მისვლამდე, ნაციონალური ფრონტის ლიდერი ქარხანაში დაუგეგმავი ვიზიტით იმყოფებოდა.

ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ემანუელ მაკრონს მოსახლეობის 61 პროცენტი, მარინ ლე პენს კი 39 პროცენტი უჭერს მხარს. დღეს საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმაც მოუწოდა ფრანგებს, ლე პენის გამარჯვება არ დაუშვან და 7 მაისს ხმა მაკრონის სასარგებლოდ მისცენ.

დღის ამბები