05 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდება

ბუქარესტში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რუმინეთის სენატისა და დეპუტატთა პალატის პრეზიდენტებს შეხვდება. ცალკე შეხვედრები აქვთ საქართველოს დელეგაციის წევრებს.

გიორგი კვირიკაშვილი რუმინელ კოლეგასთან ერთად, გუშინ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. პრემიერ-მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელიც სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადავიდა.

„საუბარი არის პროექტის განხორციელებაზე, ამ პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე თეთრი ნაკადის განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით და შავი ზღვით რუმინეთში შემოტანაზე და შემდეგ შესაძლებელი იქნება ცენტრალური ევროპის ქვეყნებმაც ამ ბუნებრივი აირით სარგებლონ,“-აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები